სპელჩეკერის შესახებ
1. რა არის ეს?
ეს ქართული მართლწერის (ე.წ. სპელინგის) შესამოწმებელი ინსტრუმენტია. მექანიკურ შეცდომებს ყველა უშვებს. საკუთარ ტექსტში კი გამორჩენილი ასოს ან შემთხვევით აკრეფილი სხვა სიმბოლოს პოვნა, ყველაზე რთულია. Spell.On.ge სწორედ ასეთ დროს არის ძალიან სასარგებლო.
2. როგორ გამოვიყენო?
ჩასვით დაკოპირებული ტექსტი ზედა, თეთრ ველში Ctrl+V
კომბინაციით ან უბრალოდ დაიწყეთ ტექსტის აკრეფა. ჩვენი სისტემა კი შეეცდება შეცდომები იპოვოს და წითლად მოგინიშნოთ ასეთი სიტყვები.
3. შეცდომები ნაპოვნია! ახლა?
ძალიან კარგი! ახლა შეგიძლიათ გაასწოროთ ეს შეცდომები. ასევე, სინჯეთ გაწითლებულ სიტყვაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება — ხანდახან ჩვენმა სისტემამ შეიძლება სიტყვის სწორი ვერსია გირჩიოთ.
4. გაწითლებული სიტყვა აშკარად სწორია!
დიახ, ასეც ხდება ხოლმე. ეს საცდელი ვერსიაა და ლექსიკონი ჯერკიდევ არ არის სრულყოფილი. ასეთ დროს, დააწკაპუნეთ ამ სიტყვაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ „შეცდომის იგნორირება“ ან „გაგზავნა ლექსიკონში ჩასამატებლად“.
5. „გაგზავნა ლექსიკონში ჩასამატებლად“?
რადგან ჩვენი ლექსიკონი სრულყოფილებისგან ჯერ შორსაა, თქვენ შეგიძლიათ ამ ბრძანებით გამოგვიგზავნოთ ის სიტყვები, რომლებიც ნამდვილად სწორად აკრიფეთ, მაგრამ სისტემამ მაინც გააწითლა. ამით ძალიან დაგვეხმარებით. ჩვენ ვნახავთ გამოგზავნილ სიტყვას და თუ მართლაც სწორი ფორმაა — ლექსიკონში ჩავამატებთ.
6. ძალიან ხშირად აწითლებს სწორ სიტყვებს...
შესაძლოა. თუმცა, ჩვენთვის მაინც ძალიან მოსახერხებელია. ბევრად ჯობია, 500 სიტყვიდან მხოლოდ ათ გაწითლებულ სიტყვას ვამოწმებდეთ, ვიდრე — ხუთასივეს. ინტერნეტ-სივრცეში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ახალი ტექსტი იწერება, მსგავსი ვირტუალური კორექტორი დიდი შეღავათია.
7. როგორ შევიტყო პროექტის სიახლეები?
მადლობა, რომ დაინტერესდით! ამისთვის უბრალოდ მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე და პირველები შეიტყობთ ახალ ამბებს ამ და On.ge-ს სხვა პროექტების შესახებ!
8. გაქვთ თუ არა API?
ამჟამად საჯარო API არ გვაქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებთ გაშვებას. ჯერჯერობით გვსურს, რომ ლექსიკონი დაიხვეწოს და ზუსტად ვნახოთ, რა რესურსი იქნება საჭირო მსგავსი უფასო სერვისის შესანარჩუნებლად. ასევე, იგეგმება პლაგინების შემუშავება სხვადასხვა WYSIWYG-რედაქტორებისთვის.
9. წინა შეკითხვა ვერ გავიგე...
ძალიან კარგი! ესეიგი, თქვენ არ ხართ დეველოპერი და შეგიძლიათ დატკბეთ უზრუნველი ცხოვრებით :)